თეა წულუკიანი - რუსის პირისპირ დატოვეთ ჩორჩანას მოსახლეობა და კიდევ აქეთ გვიმტკიცებთ, თითქოს, თქვენ ხართ მართალი, ყველაფერს აქვს საზღვარი


ავტორი
Front News საქართველო
ერთ კაცზე რომ მითხარით, სოციალური დახმარების გამო, შეიძლება ასე ათქმევინოთო, სოფლის დანარჩენ მოსახლეობასაც ასე დავყევით და იგივე ვათქმევინეთ? საერთოდ, ის გმირი მოსახლეობა, რომელიც ამდენი ხანი არაფერს შეუშინდა, გინდათ თქვათ, ახლა შეუშინდა რაღაცას და ალაპარაკებენ სოციალური დახმარების გამო? - ამ რეპლიკით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი გახარიას, რომელსაც ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების თაობაზე, დისტანციური ჩართვით უსმენენ.
ამ თემას გამოეხმაურა კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანიც. როგორც მან აღნიშნა, ეს არის მოქალაქეების შეურაცხყოფა და გახარია, რომელმაც ადგილობრივები რუსი ოკუპანტების პირისპირ დატოვა, კიდევ ამტკიცებს, რომ თითქოს, თავად არის მართალი.
„თავი დავანებოთ იმას, რომ ეს არის მოქალაქეების შეურაცხყოფა. ის ელგუჯა ხარაზიშვილი და ხარაზიშვილები, არ გაქცეულან ქვეყნიდან და რომელიღაც ფეშენებელური სასტუმროდან არ გვესაუბრებიან. რუსის პირისპირ დატოვეთ და კიდევ აქეთ გვიმტკიცებთ, რომ თითქოს თქვენ ხართ მართალი. ყველაფერს აქვს საზღვარი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს