Logo

თედო აბრამოვი - მოლოდინი ყველაფრის მქონდა, არ ვიცოდი რა მეფიქრა, უბრალოდ ღმერთს მივანდე ეს საკითხი

საზოგადოება
128
Frontnews image description

მოლოდინი ყველაფრის მქონდა, არ ვიცოდი რა მეფიქრა, უბრალოდ ღმერთს მივანდე ეს საკითხი, - ამის შესახებ თედო აბრამოვმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ სხვა პირებს მხნეობა და გათავისუფლება უსურვა.

"მოლოდინი ყველაფრის მქონდა, არ ვიცოდი რა მეფიქრა, უბრალოდ ღმერთს მივანდე ეს საკითხი. მადლობას გიხდით ყველას. ერთადერთი, რაც გაგვაჩნია იქ, არის მოთმინება. იქ ბიჭების ერთობა და ძმობა ვნახე, ბიჭები არიან იქ ძალიან ყოჩაღად და მასე განაგრძეთ, ბიჭებო. მოულოდნელი თავისუფლება სულ ყველას. გავიმარჯვებთ, ხალხო, გავიმარჯვებთ", - განაცხადა თედო აბრამოვმა.  

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა საპროტესტო აქციების მონაწილე 22 წლის თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა. ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. პროკურატურის ვერსიით, თედო აბრამოვს ჩხრეკისას ქურთუკის წინა ჯიბიდან 5 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. პროკურატურამ მას ბრალი 260-ე მუხლით წარუდგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

Advertisement