Logo

თეკლა თიკანაშვილი - ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, რა საჭიროებები არსებობს

პოლიტიკა
78
Frontnews image description

"ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის თეკლა თიკანაშვილის თქმით, ახალგაზრდებთან საჭიროა პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია, რათა მათი საჭიროებები გაიგონ და ამის საფუძველზე რეგიონი მეტად განვითარდეს.

"რეგიონში არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ახალგაზრდების განვითარების მიმართულებით, როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის, ისე განათლების მიმართულებით, თუმცა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, თუ რა საჭიროებები არსებობს, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი“, - განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები