თეკლა თიკანაშვილი - შიდა ქართლელმა ახალგაზრდებმა გამოთქვეს იდეები, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ახალგაზრდული ხმა და ახალგაზრდების ჩართულობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა თეკლა თიკანაშვილმა შიდა ქართლში ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თიკანაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ახალგაზრდებმა გამოთქვეს სხვადასხვა იდეა, რასაც ახალგაზრდული ორგანიზაციის გუნდი მაქსიმალურად მხარში უდგას.
"ახალგაზრდებმა გამოთქვეს სხვადასხვა იდეა, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. იქნება ეს განათლების, დასაქმების თუ საკუთარი თავის რეალიზების მიმართულებით და ჩვენც მაქსიმალურად ვდგავართ ახალგაზრდების გვერდით“,- განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.
თაგები:
თეკლა თიკანაშვილი




