თენგიზ შარმანაშვილი - ამდენი წელია პოლიტიკოსია, პარლამენტშიც იჯდა, ძალიან კარგად იცოდა, რა ორგანოშიც გაწევრიანდა

ავტორი
Front News საქართველო
ამდენი წელია პოლიტიკოსია. კარგად იცოდა, ეს 5 კაციანი ორგანო აცხადებდა, რომ ხელისუფლება უნდა გადმოიბარონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა პაატა მანჯგალაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ამდენი წელია პოლიტიკოსია, საქართველოს პარლამენტშიც იჯდა. ძალიან კარგად იცოდა, რა ორგანოშიც გაწევრიანდა. ეს 5 კაციანი ორგანო აცხადებდა, რომ ხელისუფლება უნდა გადმოიბარონ. ეს ორგანო მოუწოდებდა პოლიციელებს, რომ დააპატიმრეთ ხელისუფლება და გადმოგვეცით ჩვენო. შემდეგში, საჯაროდ განაცხადა ამ ორგანომ, რომ წავიდეთ და პრეზიდენტის სასახლის გასაღები გადავიბაროთო და ხალხს მოუწოდა შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის სასახლეში. და ის ვერ ხვდებოდა, რომ ამ დანაშაულებრივი ორგანოს წევრი იყო? "მარკეტინგული ხრიკი მეგონა" - ეს რა არგუმენტია? ან თავს რატომ იკნინებს? ძალიან გამიკვირდა ლევან იოსელიანისგან, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი თუ ხარ, მიუხედავად იმისა, შენ აკეთებ განცხადებას თუ სხვა აკეთებს და მოუწოდებს ხალხს არაკანონიერი ქმედებებისკენ, შენც დამნაშავე ხარ, თუ არ გაემიჯნები ან ამ ორგანოს არ დატოვებ. სახალხო დამცველია და ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ სამართლებრივად ეს ასეა", - აცხადებს შარმანაშვილი.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი




