Logo

თენგიზ შარმანაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდის წართმევას უპირებდა

პოლიტიკა
49
Frontnews image description

ბიძინას საქველმოქმედო საქმიანობის მასშტაბებზე მთელმა ქვეყანამ იცის. თავად მას არასდროს მოუწონებია თავი ამ საქმიანობით საჯაროდ, არაფერში სჭირდება. საოცარი ის არის, რომ მისი ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდი დოლარის წართმევას უპირებდა პარიზის არბიტრაჟის მეშვეობით, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ”.

“აი, ასეთი უტვინო როგორ უნდა იყო ეს სისულელე გაავრცელო? სულ იმას ვამბობ, ნამუსზე ხელს რომ აიღებ და ტყუილს გაავრცელებ, 24 საათი მაინც ხომ უნდა გაძლოს? 24 წუთსაც ვერ გაძლებს. ბატონი ბიძინას საქველმოქმედო საქმიანობის მასშტაბებზე მთელმა ქვეყანამ იცის. თავად მას არასდროს მოუწონებია თავი ამ საქმიანობით საჯაროდ, არაფერში სჭირდება. საოცარი ის არის, რომ მისი ქველმოქმედების გაშავება უნდა იმ კაცის ტელევიზიას, რომელიც საკუთარ სამშობლოს 1,5 მილიარდი დოლარის წართმევას უპირებდა პარიზის არბიტრაჟის მეშვეობით. წააგო ეს პროცესი და იქით დააკისრეს გადახდა საქართველოსთვის.  ის ართმევდა ქვეყანას 1,5 მილიარდს და ბატონ ბიძინას ორი მაგდენი აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული. სინდისი აღარ არის კაცო ამ ქვეყნად საერთოდ? მელაძის ე.წ. გამოძიებაზე აღარაფერს ვამბობ, რასაც ის აკეთებს ჟურნალისტიკასთან და პროფესიულ თავმოყვარეობასთან კავშირში არ არის დიდი ხანია. ერთი კითხვა რომ დაუსვას კაცმა, თუ ფულის გასესხება უნდა ვინმეს, საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით გააკეთებს ამას? ხომ სიგიჟეა? კი, სიგიჟეა, მაგრამ ეტყობა ტყუილი იმდენად უსინდისო უნდა იყოს, რომ, გებელსისა არ იყოს, გამგონმა იფიქროს, ამდენს ვინ გამოიგონებდაო. არ გაჭრის და როგორ ვთქვი, 24 საათიც ვერ გაძლებს, ფაქტია”, - წერს შარმანაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები