თენგიზ შარმანაშვილი - ჩვენ მოგვიწოდებდნენ ეკონომიკური და სამხედრო ავანტურისკენ და თავად ასე იქცეოდნენ

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარია სტენერგარდის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ევროკავშირმა რუსეთს ენერგიისა და ნავთობის იმპორტისთვის 142 მილიარდი დოლარით მეტი გადაუხადა, ვიდრე უკრაინას გამოუყო რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე.
შარმანაშვილის შეფასებით, როდესაც მმართველი გუნდი საუბრობდა ამგვარ ფარისევლურ ქმედებებზე ევროკავშირის მხრიდან, რადიკალები ამას პროპაგანდას უწოდებდნენ.
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ამ ფარისევლურ ქმედებებზე, რასაც ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან ვაჭრობა ჰქვია, რადიკალები გაჰყვიროდნენ, რომ ეს პროპაგანდაა. ჩვენ მოგვიწოდებდნენ ეკონომიკური და სამხედრო ავანტურისკენ და თავად ასე იქცეოდნენ. ახლა იძულებულები არიან,თვითონ ისაუბრონ ამ რიცხვებზე", - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


