Logo

თენგიზ შარმანაშვილი - გინდა დიფ სთეითი დაარქვი, გინდა გლობალური რადიკალური ცენტრი, გინდა გლობალური ომის პარტია

პოლიტიკა
60
Frontnews image description

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერ დავით დარჩიაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „იმედის” სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან მოდის.

შარმანაშვილის თქმით, ოპოზიცია თავადვე აღიარებს გლობალური ქსელის არსებობას, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა მას "დიფ სთეითი" ერქმევა თუ სხვა სახელი.

"არ არსებობს არა გლობალური ქსელი? გინდა დიფ სთეითი დაარქვი, გინდა გლობალური რადიკალური ცენტრი, გინდა გლობალური ომის პარტია, გინდა გლობალური კეთილშობილური გაერთიანება. თავად ამბობენ, მოუსმინეთ", - წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები