Logo

თენგიზ შარმანაშვილი - სამარცხვინოდ დამთავრდა სპეცსამსახურის ცნობილი ოპერაცია "მელოტი თუთიყუში"

პოლიტიკა
134
Frontnews image description

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება.

შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მორიგი ოპერაცია "მელოტი თუთიყუში“  სამარცხვინოდ დასრულდა.

"სამარცხვინოდ დამთავრდა ცნობილი სპეცსამსახურის ოპერაცია ,,მელოტი თუთიყუში". რომანის წერას ვიწყებ - ჯეიმს ბონდიდან ინგა გრიგოლიამდე“,- წერს თენგიზ შარმანაშვილი.

სუსის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად კი გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, რომელთაგან  არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.

Advertisement