თენგიზ შარმანაშვილი - საფრანგეთს ჩვენზე გაცილებით მძაფრი კანონი აქვს, ამას ვერ ხედავენ და ჩვენ მოგვადგნენ?

ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისია პოლიტიკურ ორგანოდ გადაიქცა და ავტორიტეტი აღარ აქვს.
შარმანაშვილი გამოეხმაურა ვენეციის კომისიის მიერ უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და გრანტების შესახებ კანონებთან დაკავშირებით მოსაზრების გამოქვეყნებას.
„ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს, შემიძლია ბევრი სამართლებრივი საკითხის ჩვენება, სადაც მათ კანონმდებლობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ბოლო წლებში ვენეციის კომისია პოლიტიკურ ორგანოდ გადაიქცა. მისი ავტორიტეტი აღარ არის. მათ განცხადებას ვუპასუხებდი იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებენ, ანალოგიურ კანონზე რა კითხვები გაუგზავნეს საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს და რა შენიშვნები ჩაწერეს. მათ ჩვენზე გაცილებით მძაფრი კანონი აქვთ, ამას ვერ ხედავენ და ჩვენ მოგვადგნენ? უფრო დემოკრატიულ კანონს ვიღებთ. ასე ურთიერთობა არ შეიძლება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


