Logo

თენგიზ შარმანაშვილი - სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ ქალბატონს ამ სისულელეების თქმა? უბრძანეს იმიტომ, რომ ვამხილე სხვებთან ერთად

პოლიტიკა
46
Frontnews image description

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი "გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის ქეთევან ბაკარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

შარმანაშვილი აცხადებს, რომ  ქეთევან ბაკარაძეს მასზე თავდასხმა უბრძანეს, რაც გამოიწვია იმან, რომ თენგიზ შარმანაშვილმა ბაკარაძე და სრულიად ოპოზიცია ამხილა ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერაში.

"ეს გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია ხედავთ? რა პრეზიდენტის დამხობა? თბილისის სამხედრო გადატრიალება რომ დაიწყო, პარტიის თავმჯდომარე გია ჭანტურია უშიშროების იზოლატორში იყო, პარტიის მეორე პირი პოლიტიკური მდივანი მამუკა გიორგაძეც უშიშროების იზოლატორში იყო, რაიონული ორგანიზაციის ბევრი ხელმძღვანელიც დაპატიმრებული იყო. დაპატიმრებები გრძელდებოდა და ყველა იქ აღმოჩნდებოდა თანდათან. ეს ტყუილი ნარატივი, რომ ჩვენ დავამხეთ გამსახურდია ისევ იმათი მოგონილია ვინც ზვიადს უღალატა და ან სროლა დაუწყო, ან გაერიდა ამ პროცესებს. ერთნიც და მეორენიც მრგვალი მაგიდიდან იყვნენ. რაც შეეხება ჩორჩანას. მე ვთქვი პირველად ჩორჩანას თაობაზე? კარგა ხანი საუბრობდნენ ამაზე და მე იმ კომისიის წევრი ვიყავი, რომელმაც შეისწავლა ეს საკითხი. სამწუხაროდ, მძიმე ფაქტი აღმოჩნდა, რომელმაც 1 მილიონი კვადრატული მეტრ ფართობზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლის დაკარგვა გამოიწვია. დანარჩენს გამოძიება და სასამართლო დაადგენს. სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ ქალბატონს ამ სისულელეების თქმა? უბრძანეს იმიტომ, რომ ვამხილე სხვებთან ერთად ის, ლგბტ პროპაგანდას და არასრულწლოვანთა მრუდე იდეებით კვებას რეალურად რადიკალური ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი უჭერს მხარს. სხვებთან ერთად ვამხილე, რომ კამიტის გამოყენების ისტორია საქართველოს ღალატის გამოგონილი ისტორიაა. ამ თვალთხარიას, ჩემი ტერმინი არ არის, მეხოტბეს მიტინგების დარბევაზე რომ არ ესაუბრა, მათთვის უკეთესი იქნებოდა, არ არის ეს მათთვის სასარგებლო თემა. ბოლოს, იმ სტიპენდიატს გადასცეს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერებთან ერთი მესიჯბოქსით, შორს ვერ წავა. ამ ქალბატონზე აღარაფერს ვიტყვი, არც არაფერი ეკითხება. ჰო, კიდევ, ელჩის თანამდებობა პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობა რომ არის, მის უვიც თანაპარტიელებს ერთხელ უკვე ავუხსენი პირდაპირ ეთერში. ეს მაშინ დეპუტატი ჯერ არ იყო მგონი. თუ იყო და ვერ გაიგო?“ - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით: "ეს ის კაცია, ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმას ქვეყნის ღალატს რომ უწოდებს, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნარატივს სიტყვა-სიტყვით რომ იმეორებს, წინა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციის დროსაც კი ელჩობის მიღებისთვის ცამდე მადლიერებას რომ გამოხატავდა, პირველი პრეზიდენტის დამხობის საქმეში თავისი ისტორიული წვლილი რომ შეიტანა და დღეს, ლამის ეროვნულ გმირად მოაქვს თავი!“

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები