თენგიზ შარმანაშვილი - ზვიად რატიანს რომ პოლიტპატიმარს არქმევენ, ხვალ შეიძლება ახალგაზრდასაც მოუნდეს ამის გამეორება და ეს საგმირო საქმედ მიაჩნდეს


ავტორი
Front News საქართველო
ზვიად რატიანს რომ პოლიტპატიმარს არქმევენ, ხვალ შეიძლება ახალგაზრდასაც მოუნდეს ამის გამეორება და ეს საგმირო საქმედ მიაჩნდეს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ხდება ძალადობის წაქეზება და დანაშაულის საგმირო საქმედ წარმოჩენა.
"ეს ყოველივე იმის გამოძახილია, რომ ამისკენ წაქეზება მიმდინარეობს ყველა მხრიდან. ახლა ამას რომ პოლიტპატიმარს არქმევენ, ამხელა კაცის ამ მოქმედებას, ასაკით, ხვალ რომ ეს 20 ან 17 წლის ბიჭმა გაიმეოროს, გაგიკვირდებათ? ის ჩათვლის, რომ ზრდასრული კაცი თუ ამას აკეთებს ნორმალურია. როდესაც შენ მერე ამას პოლიტპატიმარს დაარქმევ შეიძლება იმ ახალგაზრდასაც მოუნდეს ამის გამეორება და ეს საგმირო საქმედ მიაჩნდეს. ეს არის დათვური სამსახური ამ ახალგაზრდებისათვის და ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პოლიციელს თუ შეეხები დაისჯები!“ - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
პოეტი ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს და ბრალი წარედგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, ბრალდება გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს