თენგო თევზაძე - ჩინეთის პოლიტიკური გავლენები საქართველოში არის საშიში ამ ქვეყნის მომავლისთვის


ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთთან კომუნიკაცია და სავაჭრო ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ჩინეთის პოლიტიკური გავლენები საქართველოში არის საშიში ამ ქვეყნის მომავლისთვის, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთის პოლიტიკური გავლენები საქართველოში უკვე შეიმჩნევა.
"აშშ-ისთვის "ქართული ოცნება" არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ერთად არის ის ხელისუფლება, რომელსაც არ დაელაპარაკება. ისინი "ქართულ ოცნებას" არც აქცევენ ყურადღებას. იქ იყვნენ სახელმწიფოები, რომლებიც აშშ-ის მეგობრები არიან და რომლებსაც თავიანთი ხალხი ხელისუფლებად აღიარებს.
მნიშვნელოვანია ის, რომ აქ საუბარია სანდოობასა და ლეგიტიმაციაზე. დღეს "ქართული ოცნება" არის რუსეთის, ირანისა და ჩინეთის ბლოკში, ეს არის ცხადი. ამაზე მეტი მკაფიობა პრორუსულობის ნაწილში არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია. ჩინეთთან კომუნიკაცია და სავაჭრო ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, სავაჭრო დერეფანი არის უმნიშვნელოვანესი და ეს ჩვენს ქვეყანას დაუბრუნებს ისტორიულ ფუნქციას და საფუძველს, რაზეც ეს ქვეყანა დაფუძნებული იყო ოდითგანვე, მაგრამ ჩინეთის პოლიტიკური გავლენები საქართველოში არის საშიში ამ ქვეყნის მომავლისთვის", - განაცხადა თენგო თევზაძემ.
თაგები:
თენგო თევზაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს