Logo

თენგო თევზაძე - ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მზად არიან მხარდაჭერა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და წინააღმდეგობის მოძრაობას

პოლიტიკა
281
Frontnews image description

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოში ასეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა, აშშ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის პარტნიორია, იმ ადამიანების, ვინც ყოველდღიურად არის ჩართული პროტესტში და არ ეთანამშრომლება არაღიარებულ რეჟიმს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მზად არიან მხარდაჭერა გამოუცხადონ ქართველ ხალხს.

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოში ასეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა აშშ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის პარტნიორია, იმ ადამიანების, ვინც ყოველდღიურად არის ჩართული პროტესტში და არ ეთანამშრომლება არაღიარებულ რეჟიმს. ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ „ქართული ოცნება“ იძულებით მიგვათრევს რუსეთისკენ, რომელმაც ყველა ეტაპზე მიატოვა საკუთარი პარტნიორები და უღალატა იმ პრინციპებს, რასაც თანამშრომლობა ჰქვია, ხოლო ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მზად არიან მხარდაჭერა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და იმ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომლის საფუძველი და ავანგარდი არიან ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს უსამართლო სასამართლოს პირობებში იხდიან სასჯელს, ვინაიდან მათ არ ითანამშრომლეს რეჟიმთან“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

Advertisement