Logo

თენგო თევზაძე - ჩვენი სურვილია, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო" იყოს თანახელმომწერი ამ დოკუმენტის

პოლიტიკა
191
Frontnews image description

"კოალიცია ცვლილებებისთვის" პოზიცია არის, რომ შედგეს ეროვნული და დემოკრატიული პარტიების ერთობა და ამ დოკუმენტის თანახელმომწერი იყოს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა შესთავაზონ დემოკრატიული და ეროვნული ალტერნატივა, რომელიც ჩამოშლის "ქართულ ოცნებას".

"ჩვენ გვინდა, შევთავაზოთ საზოგადოებას, პირველ რიგში, დემოკრატიული და ეროვნული ალტერნატივა და მეორე - სტრატეგია მშვიდობიანი წინააღმდეგობის თაობაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ჩამოშლის. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. ჩვენი სურვილია, რომ ამ ფორმატში სხვა პოლიტიკური პარტიებიც, მათ შორის "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო" იყოს თანახელმომწერი ამ დოკუმენტის. 

მე დადებითად ვარ განწყობილი ამ თემასთან დაკავშირებით და ყოველ შემთხვევაში, "კოალიცია ცვლილებებისთვის" პოზიცია არის ის, რომ შედგეს ეროვნული და დემოკრატიული პარტიების ერთობა. მე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ, სამ კვირაში თუ ეს არ მოხდა, შემდეგ სერიოზული გადატვირთვა უნდა დაიწყოს ქართულ პოლიტიკაში.

პირველ რიგში, ჩვენ კოალიციის ლიდერებთან, რომლებიც ახლა ციხეში არიან - ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ელენე ხოშტარიასთან გვაქვს კონსულტაციები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ისინი ეთანხმებიან ამ მნიშვნელოვან წინააღმდეგობაში სტრატეგიულ თანხმობას, ზურაბ ჯაფარიძე გამოვიდა და იცით მისი პოზიცია ერთობასთან დაკავშირებით, ამიტომ, როდესაც "კოალიცია ცვლილებებისთვის" სახელით ვსაუბრობ, არა მხოლოდ პარტიის წევრებით, არამედ პარტიის ლიდერების სახელითაც ვსაუბრობ", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები