Logo

თენგო თევზაძე - გამოგონილია ეს ბრალი, მისი მთავარი ამოცანაა, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს საქმიანობა ჰქონდეთ შეზღუდული

პოლიტიკა
156
Frontnews image description

ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ტოტალური კონტროლი, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებზე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძის და დაკავებული სხვა პოლიტიკოსების შემთხვევებში გამოგონილი ბრალდებებია წარმოდგენილი.

"მოიგონეს ის, რისი დაბრალებაც ჩვენთვისაც შეუძლიათ, მოიგონეს, ვითომ გიორგი ვაშაძე საბოტაჟს უწყობდა ხელს. გამოგონილია ეს ბრალი, ეს არანაირად არ უკავშირდება მართლმსაჯულებას, მისი მთავარი ამოცანაა, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს საქმიანობა ჰქონდეთ შეზღუდული და მათი გადმოსახედიდან - ივანიშვილის გადმოსახედიდან ისინი იყვნენ ე.წ. კონტროლზე, ვინაიდან, შესაძლო საფრთხის შემთხვევაში, ისინი უკან - ციხეში შეაბრუნონ.

ბიძინა ივანიშვილს სწორედ ეს ჩვენი ბრძოლა უკვირს, მისთვის არის გასაკვირი და უცნაური ეს ბრძოლა. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ ქვეყნის გამარჯვება გადის ჩვენი და ჩვენი ლიდერების თავისუფლების აღკვეთაზე, მათ პატიმრობაზე. ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას აქვთ ისეთი ბრალი, რომ ისინი არ უნდა იმყოფებოდნენ ციხეში, მაგრამ მთავარი საკითხი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ტოტალური კონტროლი, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებზე", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები