თენგო თევზაძე - რაც არ უნდა განაცხადოს ყაველაშვილმა, ის ვერ აღიქმება სერიოზულად ჩვენი ვერცერთი პარტნიორისგან


ავტორი
Front News საქართველო
რაც არ უნდა განაცხადოს ყაველაშვილმა, ის ვერ აღიქმება სერიოზულად ჩვენი ვერცერთი პარტნიორისგან, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა და შინაარსი ამ ვიზიტს ვერ ექნება.
"ვინც არ უნდა იყოს ე.წ. ლიდერი, მას უბრალოდ სტატუსით უწევს იქ ყოფნა. საბედნიეროდ, "ქართული ოცნების" პირობებში ჯერ კიდევ ვარსებობთ სახელმწიფოდ და ჯერ კიდევ გვაღიარებენ.
რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა და შინაარსი ამ ვიზიტს ვერ ექნება.
რაც არ უნდა განაცხადოს ყაველაშვილმა, ის ვერ აღიქმება სერიოზულად ჩვენი ვერცერთი პარტნიორისგან", - განაცხადა თენგო თევზაძემ.
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში გაემგზავრა. ის გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.
თაგები:
თენგო თევზაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს