Logo

თენგო თევზაძე - რაზმაძის შვილს 3 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამარტივებული შესყიდვით ტენდერებში აღებული, ანუ ღალატის ფასად მისი ოჯახი მილიონერი ხდება

პოლიტიკა
140
Frontnews image description

გორის საკრებულოს თავმჯდომარის შვილს 3 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამარტივებული შესყიდვით ტენდერებში აღებული, ანუ მილიონერი ოჯახია და ღალატის ფასად მისი ოჯახი მილიონერი ხდება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

თევზაძე საქართველოს მოქალაქეებს, გორის მუნიციპალიტეტში და მასთან ახლო მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს, მოუწოდებს, 18:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

"მთელი აგვისტოს განმავლობაში, ჩვენ ერთიმეორეს მიყოლებით, ვუყურებთ, თუ როგორ ცდილობს “ქართული ოცნება“ და ივანიშვილის წარმომადგენლები, აგვისტოს ომი საქართველოს დააბრალონ, პირველ რიგში ვხედავთ იმას, როგორ ცდილობენ საოკუპაციო ჯარი გამოიყვანონ მშვიდობისმყოფელებად. 8 აგვისტოს ვნახეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც ღიად დააბრალა საქართველოს ომის დაწყება, ხოლო გუშინ, წავიკითხეთ ბატონი რაზმაძის კომენტარი და განცხადება ჟურნალისტის კითხვაზე, რომ თითქოს, ჰააგის მიერ, სამხედრო დანაშაულის ჩამდენი არმია მშვიდობისმყოფელია, ხოლო ქართული ჯარი, რომელიც სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, ჩვენს ოჯახებს და სამშობლოს, ხულიგნებად გამოაცხადა.

რის ფასად უღირს ბატონ რაზმაძეს და ივანიშვილის კრიმინალურ ბანდას მოღალატეობრივი განცხადებების და ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, რაზმაძის შვილს 5 წლის განმავლობაში, 3 მილიონ ლარზე მეტი აქვს გამარტივებული შესყიდვით ტენდერებში აღებული, ანუ მილიონერი ოჯახია და ღალატის ფასად მისი ოჯახი მილიონერი ხდება.  მისი ოჯახის წევრი, კარიჭაშვილი, ასევე არის უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი და 50 მილიონზე მეტი აქვს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება, ეს ვაჟბატონი, ამის ფასად, ყიდის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ჯარს და ქართულ სახელმწიფოს, ასევე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ეს ვაჟბატონები ვერ ეღირსებიან საქართველოს სრულ ოკუპაციას, ჩვენ არ უნდა ვითანამშრომლოთ რუსულ კრიმინალურ რეჟიმთან, არ უნდა მივიღოთ მათ მიერ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და დღეს, საქართველოს მოქალაქეებს, გორის მუნიციპალიტეტში და მასთან ახლო მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს, მოვუწოდებთ, შეურთდნენ 6 საათზე აქციას. ბატონ რაზმაძეს მიწა უნდა ეწვოდეს ღალატისთვის და იმ განცხადებისთვის, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ჯარს", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

Advertisement