თერჯოლამ დისკოს ლეგენდას Boney-M-ს უმასპინძლა


ავტორი
Front News საქართველო
26 ივლისს თერჯოლაში ლეგენდარული ჯგუფის Boney-M-ის კონცერტი გაიმართა.
მუსიკალური ღონისძიების ფარგლებში, Boney-M -ის განახლებულმა შემადგენლობამ, თერჯოლაში შეკრებილი საზოგადოებისთვის, ყველა ის კომპოზიცია გააჟღერა, რომლებიც ათწლეულებია ოქროს ჰიტებად იქცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
"აღსანიშნავია, რომ ჯგუფი Boney-M ჰიტებმა, 70-80 წლების ყველა მუსიკალური ჩარტი დაიპყრო და ისინი დღემდე ინარჩუნებენ ამ პოპულარობას სხვადასხვა თაობის მსმენელში. თერჯოლაში დაუვიწყარ საღამოს ადგილობრივებთან ერთად ასობით ჩამოსული სტუმარი ადევნებდა თვალს.
ყველასთვის ნაცნობმა მუსიკამ და საყვარელმა სიმღერებმა ერთი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი მუსიკალური საღამო აჩუქა ქართველ მსმენელს.
კონცერტი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
Boney-M

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს