თერჯოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდა


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, მრავალფეროვანი ატრაქციონებით - გასაბერი და სპორტული ბატუტი, ცხენების კარუსელი, მუსიკალური ჩაიდანის, ჰოკეის, აიწონას, ყვავილის და კალათბურთის აპარატები.
ა(ა)იპ თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალურ ცენტრმა წარმოადგინა მხატვრული ღონისძიება. ღონისძიებაში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში არსებული ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სახალისო ვიქტორინა.
ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა ბავშვებს 1 ივნისის დღესასწაული მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. 1 ივნისთან დაკავშირებით, მერიისგან ბავშვებს სიურპრიზად ნაყინები დაურიგდათ.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს