თერჯოლაში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
რეგიონები
10 საათის წინ / 15:14


ავტორი
Front News საქართველო
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა.
2025 წლის 9 მაისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან ერთად გვირგვინით შეამკო გმირთა დიდების მემორიალი ქალაქ თერჯოლაში და ომის გმირის - დავით ჯაბიძის მემორიალი სოფელ ჩხარში.
ომში გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხდეს სასულიერო პირებმა.
მემორიალთან სამხედრო პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
თაგები:
თერჯოლა