თერჯოლაში მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს
რეგიონები
1 დღის წინ / 21:49


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლაში მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალური აქცია მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ბავშვთა დაცვისა და ზრუნვის განყოფილების ორგანიზებით განხორციელდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილთან ერთად, ბენეფიციარებს ტექნიკა და ავეჯი გადასცა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში აღნიშნული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მხარდაჭერის პროგრამა მესამე წელია, მოქმედებს და დახმარება 60-მდე ოჯახს გაეწია.
თაგები:
თერჯოლა