თერჯოლის მერმა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.
მანუჩარ რობაქიძემ სოციალური დახმარების ბენეფიციარი ოჯახები საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად მოინახულა.
მიმდინარე წლის მორიგი სოციალური აქცია მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ორგანიზებით განხორციელდა.
თერჯოლის მერის ინიციატივით, მსგავსი ტიპის აქციები ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინტენსიურად ეწყობა და მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამა უკვე მეოთხე წელია, მოქმედებს და ამ დრომდე დახმარება 90-მდე ოჯახმა მიიღო.
თაგები:
თერჯოლა







