
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე ბულგარეთის ქალაქ ალბენაში გამართულ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე სპორტსმენებს შეხვდა და მიღწეული წარმატებები მიულოცა.
ჩემპიონატში, რომელიც 10-23 სექტემბრის პერიოდში გაიმართა, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
როგორც მერმა აღნიშნა, პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენს გადაეცემა 5000 ლარი, მეორეზე გასულს 4000 ლარი, მესამეზე - 3000 ლარი, ფულადი პრიზით დაჯილდოვდება ასევე მწვრთნელი.
მკლავჭიდელმა ლუკა ცინაძემ 23-წლამდელთა შორის მარჯვენა და მარცხენა მკლავის გადაძალვაში დაიკავა პირველი ადგილი, ასევე დიდებს შორის, მარცხენა მკლავის გადაძალვაში დაიკავა პირველი ადგილი.
რევაზ თევდორაძემ დიდებს შორის მარჯვენა მკლავის გადაძალვაში დაიკავა მეორე ადგილი; მარცხენა მკლავში - მესამე ადგილი.
ანზორ ბროკიშვილმა 23-წლამდელთა შორის მარჯვენა მკლავის გადაძალვაში დაიკავა მესამე ადგილი.
მსოფლიო ჩემპიონებს ჯილდოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 34 500 ლარი გადაეცემათ.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს