
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო-საგანმანათლებლო სკოლასთან არსებულ ფოლკლორული ანსამბლ "ჭიუხის" სოლო კონცერტს დაესწრო.
ფოლკლორული ანსამბლი 2023 წელს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შეიქმნა, "ჭიუხს" გულთამზე კუბლაშვილი და რამაზ მენმანიშვილი ხელმძღვანელობენ და ამჟამად, ანსამბლი 27 ახალგაზრდას აერთიანებს.
მუნიციპალური ანსამბლი აქტიურად არის ჩართული ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში, კონცერტებს მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მონაწილეობს ფესტივალებსა და კონკურსებში, არის მრავალი კონკურსის გამარჯვებული და არაერთგზის ლაურეატი.
სამუსიკო-საგანმანათლებლო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა "ჭიუხმა" მონაწილეობა მიიღო ქალაქ ხობში გამართულ ხელოვნების კონკურს-ფესტივალზე "ჰარიდა," ანსამბლს II პრემია და ლაურეატის წოდება მიენიჭა, ამ ეტაპზე მუსიკალური პროექტის "სხვა საქართველო სად არის" ფინალისტია, ივნისის თვეში კი მიწვეული არის კონკურს ფესტივალზე ქობულეთში.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს