️️თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი საფეხბურთო კლუბ "საპოვნელას" 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან და მოადგილე მირზა ქოჩიაშვილთან ერთად საფეხბურთო კლუბ "საპოვნელას" 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
საპოვნელას შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმატებული სპორტსმენები, საპატიო სტუმრები, ფეხბურთის მწვრთნელები და ის ადამიანები დააჯილდოვეს, ვინც თერჯოლაში ფეხბურთის განვითარების საქმეში წვლილი შეიტანა, პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო მიმდინარე წელს საპოვნელას სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის აღსაზრდელთა წარმატებები.
ღონისძიებას, რომელსაც მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, ადგილობრივი თვითმმართველობის, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თაგები:
️️თერჯოლა










