თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ბარდუბანში, სტიქიის შედეგად დაზარალებული დავით მარგველაშვილის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ისაკაძესთან ერთად, სოფელ ბარდუბანში, სტიქიის შედეგად დაზარალებული დავით მარგველაშვილის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მშენებლობის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, გადახურვის პროცესი მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების შესახებ მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოიყო. სამუშაოების ღირებულება 44 800 ლარს შეადგენს.
მერთან ერთად, ადგილზე სოფელ ბარდუბნის დეპუტატი გოჩა ვერულაშვილი იმყოფებოდა.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს