
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და მუნიციპალიტეტის მერია მერის მრჩეველთა საბჭოს წევრს, თერჯოლელ მარიამ ბუსკივაძეს მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტსა და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლისთვის მარიამ ბუსკივაძე სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამას სრული დაფინანსებით გაივლის.
მარიამ ბუსკივაძე - ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, თერჯოლის მერის მრჩეველთა საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი და „A+ Academy“-ის აკადემიური დირექტორი. მარიამი აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში, Erasmus+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სწავლობდა უნგრეთსა და რუმინეთში, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივებში.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს