თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ქალაქში მწვანე საფარის განახლება და რეკრეაციული ზონების მოწყობა გრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით ქალაქში მწვანე საფარის განახლება და რეკრეაციული ზონების მოწყობა გრძელდება.
გამწვანების აქციაში დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ სოსო ჩაფიჩაძემ, პირველმა მოადგილემ ზვიად ბაზაძემ, მერის მოადგილემ მირზა ქოჩიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
ქალაქს ამ ეტაპზე სხვადასხვა ჯიშის 100-მდე მცენარე შეემატა. მსგავსი ტიპის გამწვანების აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
თაგები:
თერჯოლა









