თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა აგვისტოს ომის გმირის ალია ბარდაველიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ალია ბარდაველიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.
ალია ბარდაველიძეს დღეს 42 წელი შეუსრულდებოდა.
თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის სასულიერო პირმა, მამა ამირან ქარქაშაძემ გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მემორიალთან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ალია ბარდაველიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და სამხედრო პირები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს.
ალია ბარდაველიძე - ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანია, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპა.
თაგები:
თერჯოლა









