თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნაზი სირაძემ გახსნა, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ისაუბრა, ასევე წარმოადგინა ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა აირჩიეს დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები.
ახალი საკრებულო 35 დეპუტატისგან შედგება.
სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარედ სოსო ჩაფიჩაძე აირჩიეს.
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა დავით გოგბერაშვილი, ხოლო მოადგილეებად: ჯემალ ისაკაძე და სერგი ჯიხვაშვილი.
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე აირჩიეს ბადრი ბუცხრიკიძე;
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ - ზურაბი ჩხიკვაძე;
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ბიძინა ბუცხრიკიძე;
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ლაშა ლანჩავა;
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე - ნინო ოქრუაძე;
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ორი ფრაქცია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“.
ფრაქციის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარედ გოჩა ვერულაშვილი აირჩიეს.
ფრაქციის "ხალხის ძალა" თავმჯდომარედ ომარ ჯიხვაშვილი აირჩიეს.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა








