
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად დაესწრო.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყო მძლეოსნური გარბენი. ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში წარმოდგენილი იყო სამოყვარულო ტურნირი შაშსა და ნარდში. ჩატარდა მინი ფეხბურთის ტურნირი "საპოვნელას" სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.
ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით, ამფითეატრის სცენაზე კონცერტი გაიმართა ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით, აქტივობების დასასრულს, მოყვარულთა ლიგა 2026-ის ფინალზე გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, წელს ეს ტიტული თერჯოლის გუნდმა მოიპოვა. ტურნირებში გამარჯვებული სპორტსმენები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს.
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღეზე მოწყობილ აქტივობებს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დაესწრნენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
ღონისძიებები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და აიპიების ჩართულობით განხორციელდა.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს