ტერნოპოლის დაბომბვა - 14 ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია, სამაშველო ოპერაცია გრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
მაშველები ტერნოპოლში მრავალსართულიან შენობაზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. თოთხმეტი ადამიანი ამ დრომდე კავშირზე არ გამოდის, - ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნეს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციები დღე და ღამე გრძელდება. მაშველები ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ.
"განახლებული მონაცემებით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სამაშველო ოპერაციის შედეგად 14-მდე შემცირდა. ექვსმა მცხოვრებმა, რომელთა ბედი აქამდე უცნობი იყო, შეატყობინა თავისი ადგილსამყოფელი და ამჟამად უსაფრთხოდ არიან“, - განმარტეს მაშველებმა.
მათივე თქმით, სამაშველო ოპერაციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ ნანგრევების ქვეშ არავინ არის.
19 ნოემბრის ღამეს, ოკუპანტებმა უკრაინას რაკეტებითა და თავდასხმის დრონებით შეუტიეს. ტერნოპოლში რუსებმა მრავალსართულიანი შენობები დაბომბეს. ერთ-ერთი მათგანი განადგურდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დარტყმის შედეგად 25-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ასევე დაშავდა მაღალსართულიანი შენობის ათობით მცხოვრები.
დღეს, 20 ნოემბერს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, 22 ადამიანი იყოს ჩარჩენილი.
თაგები:
ტერნოპოლი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


