Logo

თეთრი სახლი - ტრამპს უკრაინასა და რუსეთს შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის იმედი აქვს

უკრაინა
6 საათის წინ / 23:28
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია და უკრაინა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს დაურეკა. მათ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის იშვიათი მინერალებთან დაკავშირებით შეთანხმება განიხილეს.

როგორც ლევიტმა აღნიშნა, ტრამპის თქმით, მისი საუბარი ზელენსკისთან კარგი იყო.

"მათ ასევე ისაუბრეს ტრამპის მიერ შემოთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთსა და უკრაინას შორის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელსაც, როგორც ვიცით, ევროპა უჭერს მხარს. ვიმედოვნებთ, რომ ორივე ქვეყანა ამას დათანხმდება“, - განაცხადა ლევიტმა.

Advertisement