თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა პირველი მოადგილე სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს ოფიციალურად წარუდგინა

ავტორი
Front News საქართველო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად, მერის პირველი მოადგილე სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს ოფიციალურად წარუდგინა.
მერის პირველ მოადგილედ ლევან ხმალაძე დაინიშნა, რომელსაც, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
იგი წლების განმავლობაში მუშაობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის, შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელად, ასევე იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
ამ დრომდე, ლევან ხმალაძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.
თაგები:
თეთრიწყარო














