
ავტორი
Front News საქართველო
არჩევნებამდე უნდა მოვერიოთ ამათ, ალბათ, უკვე ტექნიკურ მთავრობაზეც უნდა ვიფიქროთ ყველამ. არ დავთმობთ, გამორიცხულია, – ამის შესახებ “კანონი და სამართლის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არ ელოდა, თუ კანონის განხილვა 40 წამში დასრულდებოდა.
“40 წამში გაყიდული საქართველო, დრო შეამცირეს უკვე ქვეყნის გაყიდვის. მთლად ასე 40 წამს არ ველოდებოდით, მაგრამ ისედაც გვითიშავენ სულ მიკროფონს და დილიდან მივხვდით, რა დღეშიც იყვნენ.
უბრალოდ გაოცებული ვარ, იმ 83 ადამიანს რად უღირს, რა არის ის, რამაც შეიძლება ეს ჩაგადენინოს, ასე დაგაკარგვინოს თავმოყვარეობა. მათ იციან ალბათ. არ დავთმობთ, გამორიცხულია. გაუსაძლისი გახდება ამათი ყოფა.
მე ვთვლი, რომ ახლა უკვე არჩევნებამდე უნდა მოვერიოთ ამათ, ალბათ ტექნიკურ მთავრობაზეც უკვე უნდა ვიფიქროთ ყველამ”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაგები:
თაკო ჩარკვიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს