თაკო ჩარკვიანი – ბოლომდე შენს გვერდით მიგულე, ასიათასობით მხარდამჭერით პრეზიდენტო, ძმაო და მეგობარო

ავტორი
Front News საქართველო
პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მოკლედ ასე: შევინარჩუნოთ წონასწორობა….. ხვალ არჩევნებზე და 3 რიცხვში მობილიზაცია ….. ყველაფერი გაანალიზებული აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ თავგანწირვით იბრძვის საქართველოსთვის – სახელმწიფოებრიობისთვის, რომელსაც ანადგურებენ! თქვა ჩამოვიდა – ჩვენი სახელმწიფო მიტაცებულია, მთელი დღე “გაჰკიოდნენ” ეს ცრუპენტელები პრეზიდენტი საქართველოში არ შემოსულაო! სახელმწიფო აღარ არსებობს ჩამოშლილია, ფეოდალ-ოლიგარქის-ივანიშვილის აგარაკია ჩვენი სამშობლო.
ახლა უპირველესია ბრძოლა ღირსებისთვის და მობილიზაცია და დასრულება ამ ბანდიტური ქურდული ”ოცნებისა” !!!!! შევინარჩუნოთ წონასწორობა, საქართველოს ანექსიას და აშენებული სახელმწიფოს დანგრევას არ დავუშვებთ!
სააკაშვილმა არავინ შეაწუხა, არავინ, ყველა დაინდო, ვაჟკაცურად ღირსეულად მოიქცა, ისე როგორც ძლიერ ლიდერებს სჩვევიათ ისტორიულად! ბოლომდე შენს – თქვენს გვერდით მიგულე, იცოდეთ ასიათასობით მხარდამჭერით პრეზიდენტო, ძმაო და მეგობარო!!! ხვალ ჯერ არჩევებზე! შემდეგ კი ვიცით ღირსება რა არის მოქალაქეებმა !!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


