
ავტორი
Front News საქართველო
მდინარაძე როგორ უნდა გვყავდეს მთავრობაში, დიახ, უნდა ჩამოვაგდოთ კონვენციით მონიჭებული უფლებით, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არანაკლებ ამორალურია ოპოზიცია, რომელიც ამ ხელისუფლებას ითმენს და მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას ეგუება.
“ამორალურია ის, რომ მდინარაძე ასე საუბრობს, მაგრამ ამორალურია ის, რომ ჩვენ ამას ვითმენთ… შეუძლებელია, პროკურორი, რომელიც ვერ აჩვენებს თავის ქონებრივ წარმომავლობას, ის ასამართლებდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და მდინარაძე აქ სისულეელეებს მელაპარაკებოდეს, ძალიან წყნარად მაპარებდეს, როგორ უნდა გადავაბაროთ ჩვენი ქვეყანა რუსეთს. ჩვენ თუ მართლა მარგოს მდგომარეობში არ ვართ, უნდა გამოვიდეთ და ჩამოვაგდოთ, აბა, მდინარაძე როგორ უნდა გვყავდეს მთავრობაში, დიახ, უნდა ჩამოვაგდოთ კონვენციით მონიჭებული უფლებით“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაგები:
თაკო ჩარკვიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს