
ავტორი
Front News საქართველო
თუ ვინმეს შეუძლია პროცესის დაწყება ან ჩაშლა, ეს არის ხელისუფლება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება 12 პუნქტის შესრულება პოლიტპატიმრების გათავისუფლებით უნდა დაიწყოს.
“თუ ვინმეს შეუძლია პროცესის დაწყება ან ჩაშლა, ეს არის ხელისუფლება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, მათ ჩვენი დღის წესრიგით ვუთხრათ, რომ დაიწყეთ 12 პუნქტის შესრულება, ანუ დეესკალაცია დაიწყონ პოლიტპატიმრებით. ეს გამოიწვევს დეესკალაციას იმიტომ, რომ ესეც თამარ ჩარკვიანის, სალომე სამადაშვილის, სამნიძის და ასე შემდეგ სურვილები კი არ არის, ეს წერია იმ 12 პუნქტში – დეესკალაცია, პოლიტპატიმრები.
დაიწყონ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთი საკითხი, გაუშვან ხელი პროკურატურას, რაც ძალიან მარტივია”, – განაცხადა ჩარკვიანმა.
თაგები:
თაკო ჩარკვიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს