
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე გააკეთა განცხადება, რომ მძინარე ცხინვალი იბომბებოდა, მისგან მე შეწყალების განცხადებას არ ველოდებოდი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ხელიდან ისტორიული შანსი გაუშვა.
“შანსი ჩვენ გავუშვით, როდესაც ზურაბიშვილი პრეზიდენტად ავირჩიეთ. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ შანსი არ გაუშვა, რუსეთზე მომუშავე ხალხი შანსს არ უშვებს. ის შანსს იყენებს. მან გააკეთა თავის დროზე განცხადება, რომ მძინარე ცხინვალი იბომბებოდა და მისგან მე გუშინდელ დღეს არანაირ პოლიტიკურ სიახლეს არ ველოდებოდი. მე არ ველოდებოდი მისგან შეწყალებას”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს