Logo

თაკო ჩარკვიანი – უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო შექმნა

პოლიტიკა
321
Frontnews image description

დღეს ფუძნდება საერთო სახალხო მოძრაობა, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა სპეციალურ ბრიფინგზე  განაცხადა. 

 

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დასაბრუნებლად საერთო სახალხო მოძრაობას ქმნის და მას სათავეში უდგება. 

 

“ჩვენ სახელმწიფო გვქონდა, ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, მარიონეტი, რუსეთზე მომუშავე ივანიშვილის მთავრობის ხელში.  გამომდინარე აქედან და გამომდინარე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, მისი დაბრუნების შესახებ საქართველოში, რაც მე პირადად აუცილებლად მიმაჩნია და ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობ, ჩავუდექი ინიციატივას სათავეში.. დღეს ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებებზე, არავითარი პარტია, ეს გამორიცხულია, რომელსაც ქვია საერთო სახალხო მოძრაობა. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, შექმნა დანგრეული, ჩაბნელებული, ჩამოშლილი საქართველოდან სახელმწიფო”, – განაცხადა ჩარკვიანმა. 

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს და მიეცეს მას ქვეყანში მუშაობის საშუალება.

Advertisement