
ავტორი
Front News საქართველო
პარტია “კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი საყოველთაო ამნისტის კანონის ინიცირებას გეგმავს.
მისი განცხადებით, ქვეყანაში შექმილი რთული ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ საყოველთაო ამნისტია შეიძლება იყოს.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ამნისტია საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიასაც უნდა შეეხოს.
“ასეთი რამ ხდება, როდესაც განსაკუთრებული გაჭირვება, საქართველოს ასეთი მძიმე მდგომარეობა არასდროს ჰქონია. მე პატიმრების დედებს მივმართავ, მათ კარგად დამიგდონ ყური, რაზეა საუბარი. ვიფიქროთ დიდ საყოველთო ამნისტიაზე, ეს საქართველოს გადარჩენა მგონია. ჩვენ ამ გაწევ-გამოწევაზე ქვეყანას ვკარგავთ.
მე ასეთი რამ ვუთხარი პრემიერს 2 დღის წინ, თქვენც არ აღმოჩნდეთ რევანშისტულ დაფაზე მეთქი. პოლიტიკურმა რევანშმა არ იცის შეჩერება, ერთადერთი გზა, როდესაც რევანში ჩერდება ხოლმე, ეს არის საყოველთაო ამნისტია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა
თაგები:
თაკო ჩარკვიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს