Logo

“თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ “ქართული ოცნება” თავს თვლის დამარცხებულად ამ შეთანხმებაში”

საზოგადოება
1034
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ "ქართული ოცნება" თავს თვლის დამარცხებულად ამ შეთანხმებაში. 

"დიახ, დამარცხებულად თვლის თავს, იმიტომ რომ მას მოუწია ეღიარებინა, რომ ამ ქვეყანაში ჰყავს პოლიტპატიმრები და მოუწია დათანხმება ამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმზე. დამარცხებულად თვლის თავს, რადგან მას მოუწია ეღიარებინა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა და ფაქტობრივად ხალხის ხმით რეფერენდუმი ჩაიდო ამ შეთანხმებაში, რომელიც გაფორმდა"-განაცხადა ვაშაძემ.

არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან დღეს გადადგა.

თაგები:

Advertisement