თამარ გაბუნია – ფორმატი, რომ ერთიანი მუშაობა განხორციელდეს კონსილიუმის რეჟიმში, ყველასთვის მისაღებია

ავტორი
Front News საქართველო
საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის დაცვით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ექსპერტების ჩამონათვალი იუსტიციის სამინისტროს დღეს მიეწოდება.
“პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად გავაგრძელებთ საქმიანობას. მიხეილ სააკაშვილთან ჯგუფის შეხვედრისა და ექსპერტების საქმიანობის დეტალები შეთანხმებული იქნება და განისაზღვრება პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად. ეს დეტალები ახლა არ ვიცი. როგორც კი იუსტიციის მინისტრისგან მითითებას მივიღებთ, ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც. ფორმატი, რომ ერთიანი მუშაობა განხორციელდეს კონსილიუმის რეჟიმში, ყველასთვის მისაღებია“, – განაცხადა გაბუნიამ.
იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნას.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


