
ავტორი
Front News საქართველო
მივმართავ ივანიშვილის გარემოცვას – არ არის სამყარო ჩალით დახურული, ვერ დაგიცავთ ივანიშვილი მისი გარემოცვიდან ვერცერთს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი ქონების საქართველოში დამალვით ვერაფერს გახდება.
“მჯერა, რომ ცოტა ხანში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით ირაკლი რუხაძეც ცუდად იქნება, აუცილებლად, ისევე როგორც, ივანიშვილი. უბრალოდ, ზედმეტად დაიმედებული არ უნდა ვიყოთ მხარდაჭერით, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რადგან ვადევნებთ თვალყურს, როგორ უნდა გადააქციოს ივანიშვილმა საკუთარი მოქალაქეები მძევლებად. ის გამალებით ცდილობს საკუთარი ქონების საქართველოში გადმოტანას, მაგრამ ეს მას არ უშველის.
დარწმუნებული ვარ, რომ ის იმედები, რაც აქვს ივანიშვილს და მის გუნდს, რომ ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოსთვის დიდად არ მოიცლიან, ამაში ძალიან ცდებიან. თუ არ გაჩერდებიან, ბუნებრივია, სანქციები გაგრძელდება. კიდევ ერთხელ მივმართავ ივანიშვილის გარემოცვას – არ არის სამყარო ჩალით დახურული, ვერ დაგიცავთ ივანიშვილი მისი გარემოცვიდან ვერცერთს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს