თამარ კორძაია – ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს დარღვევების მაგალითი მოქალაქეებს აჩვენა პარლამენტის თავმჯდომარემ

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე სააგიტაციო მასალით მივიდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, კუჭავამ ასევე სატელევიზიო ეთერით დაასახელა პარტიის საარჩევნო ნომერი.
“ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს დარღვევების მაგალითი საქართველოს მოქალაქეებს აჩვენა პარლამენტის თავმჯდომარემ. ის საარჩევნო უბანზე მივიდა პრაქტიკულად, სააგიტაციო მასალით – პირბადით, რომელზეც მისი პარტიის ნომერი იყო გამოსახული. ასევე, მან სატელევიზიო ეთერშიც განაცხადა, რომ 41-ს მისცა ხმა. სამწუხაროა, რომ ამას პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს”, – განაცხადა კორძაიამ.
მისი თქმით, მსგავსი დარღვევა თბილისში – 99-ე უბანზე დაფიქსირდა.
“იგივე ქმედება განახორციელა პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა” , – აღნიშნა კორძაიამ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


