Logo

თამარ კორძაია – ენმ კვლევის შედეგების გამოქვეყნებას არ აპირებდა, თუმცა პასუხი უნდა გაეცეს აღვირახსნილ კამპანიას

პოლიტიკა
890
Frontnews image description

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩატარებულ კვლევის დეტალებს ასაჯაროებს, რომლის თანახმადაც ზუგდიდში, ოპოზიციის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ლიდერობს. 

“ზუგდიდში ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებით,  ენმ-ისა და ოპოზიციის საერთო კანდიდატანზორ მელიას – 39% აქვს, “ოცნების” კანდიდატს – 32%, პარტია “საქართველოსთვის” კანდიდატს კი მხარს გამოკითხულთა 21% უჭერს. სხვა კანდიდატები კი – 8%.

ენმ კვლევის შედეგების გამოქვეყნებას არ აპირებდა, თუმცა პასუხი უნდა გაეცეს აუცილებლად იმ აღვირახსნილ კამპანიას, რასაც “ქართული ოცნება” ეწევა” – განაცხადა კორძაიამ. 

Advertisement