Logo

თამარ კორძაია – მთელი ევროპა გვეუბნება, რომ ამ კანონის მიღების მერე საქართველოს ევროინტეგრაციის არანაირი პერსპექტივა არ აქვს

პოლიტიკა
527
Frontnews image description

კობახიძე რომელ პლანეტაზე ცხოვრობს არ ვიცი. მთელი ევროპა გვეუბნება, რომ ამ კანონის მიღების მერე საქართველოს ევროინტეგრაციის არანაირი პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა ოპოზიცია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პერსპექტივის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

 

“კობახიძე რომელ პლანეტაზე ცხოვრობს არ ვიცი და საერთოდ, რა ინფორმაციას ეყრდნობა, არ ვიცი. მაშინ, როდესაც მთელი ევროპა გვეუბნება, რომ ამ კანონის მიღების მერე საქართველოს ევროინტეგრაციის არანაირი პერსპექტივა  არ აქვს. იმიტომ გამოვდივართ, იმიტომ ვიბრძვით, რომ ეს პერსპექტივა შევინარჩუნოთ. კობახიძე კი, რა თქმა უნდა, ისევ იტყუება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები