
ავტორი
Front News საქართველო
ცუდად შეარჩიეს მსხვერპლი, ეს აუცილებლად გაიყოლებს თითოეულ მათგანს, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც შეიტანს ეჭვს მზია ამაღლობელის წესიერებაში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მედიის წარმომადგენლის დაკავება დაშინების მცდელობას ემსახურება.
“ინტერნეტმედიის დამფუძნებლის დაპატიმრება ასეთი სასტიკი ფორმით, ერთადერთ მიზანს წარმოადგენს, რომ ამან იქონიოს მსუსხავი ეფექტი, დააშინოს მედიის წარმომადგენლები, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ დინამიკას ამ რეჟიმის მოქმედების მედიასთან მიმართებაში. ის არ გვაკლდა, რომ არ იძიებდნენ საქმეებს, არავის არ იჭერდნენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები გამოამწყვდიონ ციხეში სრულიად აბსურდული ბრალდებით, გადაჭარბებული ბრალდებით. ეს კიდევ უფრო ახალი ფაზაა დიქტატურის.
ცუდად შეარჩიეს მსხვერპლი. ეს აუცილებლად გაიყოლებს თითოეულ მათგანს, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც შეიტანს ეჭვს მზია ამაღლობელის წესიერებაში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი საპატიმროში პროტესტის ნიშნად 12 დღეა, შიმშილობს.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს