თამარ ჟვანია უზბეკეთში “საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის” დირექტორად დაინიშნა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული ორგანიზაციის “საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის” (IFES) დირექტორად დაინიშნა.
ჟვანიას შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზეა განთასებული.
თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი წლით ადრე, 2021 წლის 30 ივნისს დატოვა.
ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, გაყალბებაში მონაწილეობა კი თავად ჟვანიამ მიიღო.
თაგები:
ცესკო
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


